2023-2024 სასწავლო წლის გზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული და გადავადებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვისა და მატერიალურად წარმოდგენის თარიღი:
- სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა: 16 სექტემბერი, 18:00 სთ.მდე.
- სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 26 სექტემბერი, 17:00 სთ.მდე.
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .
სამუშაო საათები: 10:00- 17:00 .
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი აკინძული;
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
- სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე; *
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
გთხოვთ, გაეცნოთ:
ანტიპლაგიატის პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია.
ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ელ. ფოსტაზე zurab.gogshelidze@tsu.ge giorgi.amiranashvili@tsu.ge
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესი.
https://tsu.ge/assets/media/files/8/Magistratura/M-SAM-gamoc-wesebi.pdf
*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!